მირიან გუნია

მირიან გუნია

მირიან გუნიამ 2018 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფილოსოფიის მიმართულებით და მიენიჭა ფილოსოფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2020 წელს იმავე უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სამაგისტრო თემა: „ადამიანის, როგორც გონითი არსების გაგება ფილოსოფიასა და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში“). 2023 წლიდან სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 2023 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: ანტიკური ფილოსოფია, ქრისტიანული ფილოსოფია, თეოლოგია, ეგზისტენციალიზმი. მირიან გუნია არის 10-მდე ნაშრომისა და თარგმანის ავტორი.

გაზიარება:

სტატიები

2024-03-13

იოანე ოქროპირი

მირიან გუნია

იოანე ოქროპირი (Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος) (347-407 წწ.) - ანტიოქიელი მღვდელთმთავარი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი (397-404 წწ.); მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ბიზანტიელი მოღვაწე; წმინდა წერილის წიგნთა უბადლო განმმარტებელი, ორატორი და ჰომილეტიკოსი.